2. პროექტის მოკლე აღწერა– გვაქვს სასკოლო მერხების დამამზადებელი საამქრო
3.პროექტის სრული აღწერა–დამამზადებელი საამქროს შენობა იჯარით გვაქვს აღებული, ყოველთვიურად 1000 ლარს ვიხდით. გვყავს მოწვეული ბუღალტერი და საქმეთა მწარმოებელი, რომელთაც თვეში 800 ლარს ვუხდით. 10 მუშა მათი შრომის ანაზღაურება თვეში 300 ლარია. თითოეული მერხის დასამზადებლად საჭირო მასალის, ელექტროენერგიის ღირებულება და სატრანსპორტო ხარჯი შეადგენს 35 ლარს. მერხის გასაყიდი ფასი 120 ლარია. სულ მცირე რამდენი მერხი უნდა დამზადდეს თვეში, რომ ეს საწარმო არ იყოს წამგებიანი?
ხარჯი=1000+800+10.300+35n=4800+35n
შემოსავალი=120n
მოგება=120n- (4800+35n)=85n- 4800
4.მონაწილეთა ასაკი – 15-16 წ
5.ხანგრძლივობა – ერთი თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები– ფორმულების შეტანა, ცხრილებისა და დიაგრამების აგება.
7. მოსალოდნელი შედეგი– მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ეკონომიური ამოცანების ამოხსნას. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები იმუშავებენ ელექტრონულ ცხრილებში (ელ. ქსელი) სადაც დაითვლიან თუ რა შემთხვევაში დარჩებათ მოგება და პროექტის დასრულების შემდეგ წარმოადგენენ დიაგრამებს.
8. სამუშაო ენა–ქართული
9. სარგებელი სხვებისთვის–გაეცნობიან და წარმოდგენა ექნებათ ბიზნესის მოგება–წაგებაზე.
10. საგნებთან |ერ. სასწავლო გეგმასთან კავშირი–მათემატიკა
11. პროექტის ავტორი–ზ.თიგიშვილი
12. ავტორის ელ. ფოსტა zeinabitigishvili@gmail.com
13. პროექტის ბლოკიzeinabitigishvili.blogspot.com